კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსგიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიანშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსგიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიანშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა
TV

ჰათუშა - მოგზაურობა ხეთების უძველეს დედაქალაქში

170
ჰათუშა - მოგზაურობა ხეთების უძველეს დედაქალაქში
მოსასმენად დააჭირეთ

მოგზაურობის თანამედროვე ტენდენციებთან ერთად სულ უფრო იზრდება ინტერესი იმ მიმართულებების მიმართ, რომლებიც ვიზიტორებს ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე მეტს სთავაზობს. მოგზაურებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კონკრეტული ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და იმ ცივილიზაციების უკეთ გაცნობა, რომლებმაც მისი დღევანდელი სახე ჩამოაყალიბა. ამ მხრივ, თურქეთი გამორჩეული მიმართულებაა. მაგალითად, ანატოლიის ტერიტორიაზე ათასობით

მოგზაურობის თანამედროვე ტენდენციებთან ერთად სულ უფრო იზრდება ინტერესი იმ მიმართულებების მიმართ, რომლებიც ვიზიტორებს ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე მეტს სთავაზობს. მოგზაურებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კონკრეტული ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და იმ ცივილიზაციების უკეთ გაცნობა, რომლებმაც მისი დღევანდელი სახე ჩამოაყალიბა. ამ მხრივ, თურქეთი გამორჩეული მიმართულებაა. მაგალითად, ანატოლიის ტერიტორიაზე ათასობით წლის განმავლობაში არაერთმა ცივილიზაციამ იარსება, რომელთა კვალიც უძველეს ქალაქებში, არქეოლოგიურ ძეგლებსა და ისტორიულ დასახლებებში დღემდეა შემორჩენილი. ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მასშტაბს ისიც მოწმობს, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში თურქეთის 22 ძეგლია შეტანილი, კიდევ 80 ძეგლი კი წინასწარ ნუსხაშია. ეს ყველაფერი თურქეთს ისტორიისა და კულტურის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო სამოგზაურო მიმართულებად აქცევს.

ამ ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი ჰათუშას უჭირავს - ჩორუმის პროვინციაში მდებარე ხეთების უძველეს დედაქალაქს, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ჰათუშა ბრინჯაოს ხანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცივილიზაციის ისტორიისა და კულტურის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. უძველეს ქალაქში აღმოჩენილია 30 000-ზე მეტი თიხის ფირფიტისგან შემდგარი არქივი, რომელიც იუნესკოს „მსოფლიოს მეხსიერების“ პროგრამაშია შეტანილი. ჰათუშაში დღემდე გრძელდება არქეოლოგიური გათხრები, რომლებიც ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ ახალ ცნობებს ავლენს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არქეოლოგებმა აქ სამი აქამდე უცნობი სამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც ძვ. წ. IV საუკუნის დასასრულითა და III საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

ბრინჯაოს ხანის გამორჩეული ცივილიზაცია

ხეთები ანატოლიაში ჩამოყალიბებული ერთ-ერთი პირველი დიდი ცივილიზაცია იყო, რომელიც ძვ. წ. XIV საუკუნის შუა პერიოდში ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. იმპერიის აყვავების ხანაში მისი ტერიტორია ეგეოსის ზღვის სანაპიროდან ჩრდილოეთ სირიამდე ვრცელდებოდა და მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა.

ხეთების მემკვიდრეობა მხოლოდ მათი იმპერიის მასშტაბით არ შემოიფარგლება. მათ შექმნეს განვითარებული ქალაქები, მონუმენტური ტაძრები, სასახლეები და ციხესიმაგრეები, ასევე ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ლურსმული არქივი. ამ ჩანაწერებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეგვიპტესთან ძვ. წ. 1259 წელს გაფორმებულ კადეშის ხელშეკრულებას, რომელიც მსოფლიოში უძველეს ცნობილ წერილობით სამშვიდობო ხელშეკრულებად მიიჩნევა.

ხეთებმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამართლისა და მმართველობის განვითარებაშიც. მათ შექმნეს პანკუსის კრება - ანატოლიაში ერთ-ერთი უძველესი საკონსულტაციო პოლიტიკური ინსტიტუტი. ამავე პერიოდს უკავშირდება ალაჯაჰოიუქში 3 200-ზე მეტი წლის წინ აშენებული ანატოლიის პირველი კაშხალი, რომელიც დღესაც გამოიყენება სარწყავად.

ხეთების დედაქალაქი ჰათუშა

ჰათუშა მდებარეობს ჩორუმის პროვინციაში, დღევანდელი ბოღაზქალეს ტერიტორიაზე. ქალაქის სტრატეგიულმა მდებარეობამ მდინარე ქიზილირმაქის ნაყოფიერი ველის სიახლოვეს, მისი ხეთების იმპერიის დედაქალაქად გადაქცევა განაპირობა.

ჰათუშას „ათასი ღმერთის ქალაქსაც“ უწოდებენ. დღეს მისი ტაძრები, სამეფო ნაგებობები, თავდაცვითი კედლები და მონუმენტური კარიბჭეები ხეთების სიდიადეს წარმოაჩენს. ქალაქი ქვემო და ზემო ნაწილებად იყოფა. ქვემო ქალაქში მდებარეობს დიდი ტაძარი, ზემო ქალაქში კი ლომის, მეფისა და სფინქსის კარიბჭეებია. მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა ბუიუქქალეს სასახლის კომპლექსიც.

ჰათუშას მონახულება შესაძლებელია ახლომდებარე იაზილიქაიას ღია ცის ქვეშ მდებარე საკურთხეველთან ერთად, რომელიც ხეთური კლდის რელიეფებითაა ცნობილი. მოგზაურობის გაგრძელება ასევე შესაძლებელია ალაჯაჰოიუქსა და შაფინუვაში - ხეთების პერიოდის მნიშვნელოვან ურბანულ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ცენტრებში. ახალი აღმოჩენები ჰათუშას გვიანდელ ისტორიას ავსებს

ახლად აღმოჩენილი სამარხები ადასტურებს, რომ ხეთების პერიოდის დასრულების შემდეგაც გრძელდებოდა ცხოვრება ჰათუშასი.. არქეოლოგებმა ადრეული ელინისტური და გალატური პერიოდებით დათარიღებული რვა ახალი სამარხი აღმოაჩინეს. წინა და ადრინდელ გათხრებთან ერთად, ამ პერიოდების ცნობილი სამარხების რაოდენობა ჰათუშაში 17-მდე გაიზარდა.

ერთ-ერთი ახალი სამარხი განსაკუთრებით საინტერესოა . იგი კარგად არის შემონახული და გარშემორტყმულია დაახლოებით შვიდი მეტრის დიამეტრის წრიული ქვის კედლით. შიგნით აღმოჩნდა ხელუხლებელი ჩონჩხი და მარჯვენა მხართან მოთავსებული დანა. არქეოლოგები იკვლევენ, იყო თუ არა დანა დაკრძალვის რიტუალის ნაწილი, თუ ის თავად გარდაცვლილს ეკუთვნოდა. აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ჰათუშას გვიანდელი ისტორია შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი და ახალი სამარხები სხვადასხვა ეპოქაში ქალაქის ცხოვრებისა და ცვლილებების შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა.

გათხრებისა და დოკუმენტირების დასრულების შემდეგ სამარხების აღდგენა და ტერიტორიის ვიზიტორებისთვის გახსნა იგეგმება. ხეთების კვალდაკვალ - ანკარამდე

ხეთების ისტორიის გაცნობის გაგრძელება შეგიძლიათ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმში დაცულია ხეთების მდიდარი კოლექცია, მათ შორის ძვ. წ. 1235 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც ეგვიპტის დედოფალმა ხეთების მეფეს გაუგზავნა.

ანკარაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ანკარის ციხე, ათათურქის მავზოლეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა და რომაული აბანოები. ქალაქი ისტორიულ მემკვიდრეობას თანამედროვე ცხოვრების სტილთან აერთიანებს. ანკარის კულინარიული ტრადიციებიდან განსაკუთრებით ცნობილია სიმითი, ასპავას სტილის დონერი და ბეიფაზარის ქურუსუ - ორჯერ გამომცხვარი, მშრალი კარაქიანი ორცხობილა. სასარგებლო ინფორმაცია მოგზაურობისთვის

როგორ მივიდეთ : უახლოესი აეროპორტია ამასია-მერზიფონის აეროპორტი. იქიდან ჩორუმამდე მანქანით ან ავტობუსით დაახლოებით ერთი საათია.

სად დავრჩეთ : ჩორუმში ბევრი სასტუმრო და სხვა ტიპის საცხოვრებელია.

რა დავაგემოვნოთ : აუცილებლად გასინჯეთ ადგილობრივი კერძები - ისქილიფის დოლმა და ჩორუმის მანთი.

რა ვიყიდოთ : ჩორუმის ერთ-ერთი ცნობილი პროდუქტი ლებლებია - მოხალული ნოხუდი. იყიდება სხვადასხვა სახეობა, მათ შორის წიწაკით, შაქრითა და შოკოლადით .

სტატიის ავტორიInterPress.ge