კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსგიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიანშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსგიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიანშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TV

ნიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება

58
ნიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება
მოსასმენად დააჭირეთ

„ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას. სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სათამაშო ბიზნესისთვის ახალი შეღავათების დაწესებას გეგმავს, მაშინ, როცა ამ სექტორის სამართლიანი დაბეგვრით პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდა შეიძლება.

„ჩვენი დათვლით, სათამაშო ბიზნესის სამართლიანი დაბეგვრით შესაძლებელია ყოველწლიურად დამატებით 500 მილიონი ლარის მობილიზება, რაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფო უწყებებში კორუფციის აღმოფხვრასთან ერთად იძლევა შესაძლებლობას, რომ 2027 წლიდან ყველა პენსიონერის პენსია დამატებით 200 ლარით გაიზარდოს.

საზოგადოების ბრაზი რომ არ გამოიწვიოს, „ქართული ოცნება“ აზარტული თამაშებისთვის შეღავათების დაწესებას ტურიზმის განვითარებით ამართლებს და ამტკიცებს, რომ საუბარია სპორტულ შეჯიბრებაზე.

ვსვამთ მარტივ კითხვას? - თუ ეს სპორტული შეჯიბრებაა, რატომ რეგულირდება ის აზარტული თამაშების კანონმდებლობით და რატომ არის მისი ორგანიზების უფლება სამორინესთან დაკავშირებული?

რატომ სჭირდება მილიონობით ლარის საპრიზო ფონდის მქონე ღონისძიებას დამატებითი საგადასახადო შეღავათი, მაშინ, როდესაც სათამაშო ბიზნესის სამართლიანი დაბეგვრით პენსიონერების ცხოვრების მკვეთრად გაუმჯობესება შეგვიძლია?

სათამაშო ბიზნესის უკან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პოლიტიკური და ბიზნესინტერესებიც დგას, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, რატომ ირჩევს ხელისუფლება ამ სექტორის სამართლიანი დაბეგვრის ნაცვლად მისთვის ახალი შეღავათების დაწესებას.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88 მილიარდი ლარი შეადგინა, 2026 წლის პირველ ორ კვარტალში კი - 47 მილიარდი ლარი. 2025 წელს ამ სექტორის წილი ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 35% იყო.

აზარტულმა თამაშებმა ათასობით ოჯახს გაუნადგურა ცხოვრება. ადამიანები კარგავენ დანაზოგს, უგროვდებათ ვალი, ენგრევათ ოჯახური ურთიერთობები და მომავალი.

ზოგ შემთხვევაში, ფინანსურ და ფსიქოლოგიურ კრიზისს ტრაგიკული შედეგებიც მოჰყვება, მათ შორის სუიციდის შემთხვევები.

რომელი ეკონომიკური სარგებელი გადაფარავს დანგრეულ ოჯახებს, განადგურებულ მომავალსა და დაკარგულ სიცოცხლეს?

ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება გამართლებული, როცა მისი სარგებელი კერძო ბიზნესს რჩება, ხოლო სოციალური ზიანის სიმძიმე მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს აწვებათ.

„ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას. სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება და დაიწყოს მისი შემოსავლების გადანაწილება საზოგადოების სასარგებლოდ, კერძოდ - პენსიონერებისთვის პენსიის რეალურად მოსამატებლად!“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა. ipn

სტატიის ავტორიInterPress.ge