კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსგიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიანშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაამარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსგიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიანშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TV

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყო

41
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყო
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას პარტიას სურს შექმნას იმის ილუზია, რომ თითქოს მმართველი პარტია მისი პარტიის აკრძალვას იმის გამო ითხოვს, რომ მან საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. გორდულაძის თქმით, სინამდვილეში, ნიკა გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს საქართველოს დასანქცირებისკენ მოუწოდებდა.

„ამით მან ფაქტობრივად აღიარა სარჩელში მოყვანილი ფაქტები, დაადასტურა რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გასაბათილებლად არგუმენტები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს და არ გააჩნია. ამით მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მისი პარტია არაკონსტიტუციურია. მეტიც, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი მტკიცება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ნაცმოძრაობა „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს, ხოლო ჩვენი გუნდი მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში, სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის უგულებელყოფაში და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ვამხელთ და მათ არაკონსტიტუციურობას ვამტკიცებთ. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი რომელი არღვევს კონსტიტუციას.

ნიკა გვარამიას პარტიას სურს შექმნას იმის ილუზია, რომ თითქოს მისი პარტიის აკრძალვას იმის გამო ვითხოვთ, რომ მან საერთაოშიროსო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. სინამდვილეში, ნიკა გვარამია საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნებს კი არ მოუწოდებდა რუსეთის დასანქცირებისკენ, არამედ საქართველოს. აღნიშნულს კი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლა და საქართველოს ომში ჩართვა შეეძლო გამოეწვია. ამ ყველაფრის ახსნასაც კი გაურბის ნაცმოძრაობის ეს განშტოება.

დღეს ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი ქართულმა ოცნებამ შეაჩერა 2024 წლის ოქტომბრის თვეში სიცრუე იყო.

მეტიც გვარამიას პარტია თავისი არაკონსტიტუციური ქმედებების გამართლებას ჯო ბაიდენის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებითა და ევროპარლამენტის რეზოლუციებით ცდილობდა, იმ რეზოლუციებით, სადაც 9 მათგანში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ნაცმოძრაობა კვლავ თავისას აგრძელებს, საკუთარი ღალატის შენიღბვას კვლავ უკიდურესად მიკერძოებული საერთაშორისო აქტორების ამოფარებით ცდილობს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიის ავტორიInterPress.ge