კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TV

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან

45
გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ელოდება და ამის შემთხვევაში წარსულში გატარებულ პოლიტიკას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კახიანის თქმით, ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განმარტებები აჩვენებს, რომ პარტიას წარსულში განხორციელებული ქმედებების გამო სინანული არ გამოუხატავს. მისი შეფასებით, პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

„ჩვენ ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში განხორციელებულ ქმედებებზე სინანულს არ გამოხატავს და პარტიის მმართველობის პერიოდს დადებითად აფასებს. კახიანის განცხადებით, სწორედ ამ გარემოებებს ეფუძნება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პოლიტიკური ძალა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ შესახებ და განაცხადა, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებულ ძალად არ განიხილავენ.

კახიანის განმარტებით, კოალიციის ლიდერები წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში იყვნენ და, მისი შეფასებით, იმავე პოლიტიკას ატარებენ. მისივე თქმით, ორივე პოლიტიკურ ძალას ერთნაირ ბრალდებებს უყენებენ.

„ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

აღნიშნული განცხადებები გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

სტატიის ავტორიInterPress.ge