InterPress.ge-ს ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დანაზე დაეცა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ტერიტორია ამჟამად ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
